ბიუჯეტური ოთახი

ბიუჯეტური ოთახები, რომლებიც III სართულზე მდებარეობს, გადაჰყურებს ქალაქის ისტორიულ ღირშესანიშნაობებს. აქ გათვალისწინებულია სტუმრის ყველა საჭიროება და სურვილი.

სტანდარტული ოთახი მდინარის ხედით, რომელიც მეტეხის კლდეზეა დაკიდებული , გადაჰყურებს მტკვარსა და ახლომდებარე ღირსშესანიშნაობებს. აქ გათვალისწინებულია სტუმრის ყველა საჭიროება და სურვილი.

ორი ინდივიდუალური ოთახი გამჭოლი კარით აერთიანებს კომფორტსა და ოჯახურ სიმყუდროვეს. ოთახი იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც მოგზაურობს ოჯახით.

სუპერიორ კატეგორიის ოთახი გამოირჩევა ფასადის ისტორიული ელემენტებით. 
ოთახს დამატებით ავთენტურობას სძენს  აივანზე განთავსებული გარე აბაზანა. 

ტერასა, რომელიც ოთახის მთავარი სიამაყეა, გადაჰყურებს ქალაქის პანორამულ ხედებსა და თვალწარმტაც სანახაობას. ოთახში დაგხვდებათ სრულყოფილი დასვენებისთვის ყველა საჭირო ნივთი. დახვეწილი დიზაინით შექმნილი ოთახი სიამოვნებისა და დაუვიწყარი გამოცდილების მიღების უპირობო გარანტიაა.

 

ორადგილიანი ოთახი რომლიდანაც იშლება ხედი ძველი თბილისის ავთენტურ ქუჩებზე. ოთახი აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით და აქსესუარით. 

ორადგილიანი ოთახი რომლის აივნიდანაც იშლება მდინარე მტკვარი და მეტეხის სიდიადე. 

ოთახი აღჭურვილია ყველანაირი საჭირო ნივთით და აქსესუარით რომელიც თქვენი დასვენების მაქსიმალურ კომფორტზეა ორიენტირებული.

სუპერიორ კატეგორიის ოთახი შიდა აბაზანით და ავთენტური ხედებით, თქვენს ვიზიტს დაუვიწყარს გახდის.

შუშის ოთახი რომლის გარე აივნის ქვეშ მდინარე მტკვარი მიედინება, ქმნის საუცხოო სანახაობას. ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტ განსაკუთრებულ გამოცდილებას შუშის იატაკზე განთავსებული გამჭირვალე აბაზანა სძენს.